LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზაგაშვილისა და სხვების მკვლელობისას ოპოზიციამ მაშინაც ისარგებლა – ზაზა სარალიძე

94

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძისგანცხადებით, თუ რომელიმე პარტიამ ან პოლიტიკურმა ჯგუფმა მის მიერ ჩატარებული აქციებით ან მისი ტრაგედიით ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ ისარგებლა, ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმება. როგორც სარალიძე აცხადებს, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

სარალიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბესელია შალვა ნათელაშვილის განცხადებას აფასებს, ჩატარებული აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს, ვაზაგაშვილისა და სხვების მკვლელობისას მაშინდელმა ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად ისარგებლეს მომხდარი ტრაგედიებით და სარალიძეს მიაჩნია, რომ ახლა თუ კიდევ რომელიმე ოპოზიციური ძალა ისარგებლებს ახლანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მისი ოჯახის ტრაგედიით, მისთვის ეს საგანგაშო არ არის.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ორგანიზებას ეხებოდა, იმის დადასტურებას ნიშნავს, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა თავიდანვე საუბრობდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდნენ, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები