LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს

87

ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სროლის ხმა ვაზისუბნის მესამე კვარტალში საღამოს 11 საათისთვის გაიგეს. 15-მდე ტყვია იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შენობას მოხვდა.

მომხდარის შესწავლა ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა დაიწყო.

მომხდარის შესაძლო მიზეზებს ვერ ხსნიან ორგანიზაციაში. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები