LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

183

სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალება ექნება.

ვაზისუბნის შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტით, გათვალისწინებულია: „ღარიბაანთ უბანსა“ და შინმოუსვლელთა პარკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე – 1, 6 კმ-ია. სამუშაოების დასრულება კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სოფელ ვაზისუბნის შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ცენტრალურ გზაზე ასფალტი თითქმის აღარ არსებობდა და მოსახლეობისთვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა.