LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობ, დავარწმუნო მეტი მამაკაცი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას მეტი ქალი სჭირდება – ეკა ბესელია

134

“მხარს ვუჭერ იდეას, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში,” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განაცხადა.

მისივე თქმით, ცდილობს, მამკაცები პოლიტიკაში ქალების მეტი მონაწილეობის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

“ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. მესმის, რომ ეს იწვევს ძალიან ცხარე დებატებს, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში. საუაბრია მხოლოდ პროპორციულ სიაში თანაბრად წარმოდგენაზე. ისიც, ეს იქნება იქამდე, სანამ არ გვექნება ერთიანი ახალი სისტემა. ამიტომ, როგორც დროებითი ღონისძიება, დაეხმარება პროცესს, რომ თანაბარი იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის წარმომადგენლობა. მიმაჩნია, რომ კარგი იდეაა და მხარს ვუჭერ იმ იდეას, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში და ვცდილობ, რომ დავარწმუნო მეტი მამაკაცი, რომელიც ამ იდეის მოწინააღმდეგეა. ეს სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებას,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები