LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეცდებით ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებას – შვეიცარიის პრეზიდენტი

28

“ვეცდებით ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებას, კვლავაც შევუწყობთ ხელს განმუხტვის პოლიტიკას,” – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, დორის ლაიტჰარდმა, განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარია და საქართველო 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას ზეიმობს. დორის ლაიტჰარდი მოხარულია იმ წინსვლით, რაც საქართველომ შეძლო ბოლო წლების განმავლობაში და დასძინა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და მას იმედი აქვს, “ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ”.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი შვეიცარიის პრეზიდენტს ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენთვის მნიშველოვანია აქტიური თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს როლს თამაშობს რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის არარსებობის ფონზე. შვეიცარია არის ქვეყანა, რომელთანაც გვექნება თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი მიმოსვლა,” –  განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები