LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს – ზაზა სარალიძე

47

„ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს და საქმის მასალებში არ ფიგურირებენ,“ – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ არიან საქმეში ისეთი ფიგურანტები, ვინც შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას, მაგრამ დაკითხულები არ არიან.

„ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ჩხუბს. სამწუხაროდ, არ ვიცი სახელები და გვარები. ამ ბავშვებზე მეზობლები ამბობენ, რომ ეს გოგოები დარბოდნენ და წიოდნენ და კიოდნენ,“ – განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის აზრით, გამოძიებას სათანადოდ არ გამოუკვლევია ა.ს.-მ რა მიწერა მიხეილ კალანდიას ჩხუბის წინ. ასევე, სათანადოდ არ მოხდა თ.ნ.-ის და ციბაძის გამოკითხვა. გარდა ამისა, სარალიძე აცხადებს, რომ საქმეზე დართულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს შორის ა.ს და მიხეილ კალანდიას ჩანაწერი არ არის, რის მიზეზადაც პროკურატურა ზემოაღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობას ასახელებს.

ზაზა სარალიძე პროკურატურის არგუმენტს საეჭვოდ მიიჩნევს.