LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეჯინის გამგებელი სანადირო თოფით დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

44

სოფელ ვეჯინის გამგებელი, კუკური ჯამატაშვილი, სანადირო თოფით დაჭრეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 23 ივლისს დაჭრეს. ამჟამად მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები