LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველ კილმერის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა

917

მიუხედავად იმისა, რომ ველ კილმერი მუდმივად უარყოფს მის შესახებ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქსელში გავრცელებული ფოტოები საპირისპიროს მეტყველებს. მსახიობი სანტა-მონიკაში პაპარაცებმა დააფიქსირეს. ჯერ კიდევ გასულ კვირას, კილმერმა განაცხადა, რომ შარშან ხმის იოგებთან დაკავშირებულ პრობლემებს მკურნალობდა, თუმცა ჭორები, თითქოს ყელის სიმსივნე აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამჯერად კი ვარსკვლავის დედამ დაადასტურა შვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია და განაცხადა, რომ ის თავს იმაზე უარესად გრძნობს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ის კარგავს ყველაფერს, რაც გააჩნია, თუმცა თავის პრობლემებზე არავისთან საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები