LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველაპარაკე ამერიკის კრიზისების მართვის ოფისს – იან კელი აშშ-ის დახამრებაზე

44

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოში ამერიკის ელჩმა, იან კელიმ, გააკეთა.

კელის თქმით, ის ესაუბრა შეერთებული შტატების კრიზისების მართვის ოფისს და ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა გააცნო.

იან კელი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მთავრობას შეთავაზების რამდენიმე წინადადებას გააცნობს და გადაწყვეტილებას, თუ რა კუთხით სურს საქართველოს დახმარება, ხელისუფლება მიიღებს.

„შეშფოთებული ვართ ხანძრის გამო, შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ტელეფონით ველაპარაკე ამერიკის კრიზისების მართვის ოფისს, თუ რა სახის დახმარება დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ საქართველოს მთავრობას. დღეს სხვადასხვა სახის წინადადებებს წარვადგენ და გადაწყვეტილებას ქართული მხარე მიიღებს,“ – განაცხადა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები