LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველისციხის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლის ქალი დაიწვა

88

სოფელ ველისციხის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლის ქალი დაიწვა. ცხედარს მეზობელმა მიაკვლია, რომელმაც გარდაცვლილის ოთახიდან კვამლი შენიშნა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ასანთის გამოყენებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელს გაუჩნდა და მთელ საწოლზე გავრცელდა. მან მეზობლებისთვის დახმარების თხოვნა ვერ მოახერხა, რადგან ლოგინად იყო ჩავარდნილი და ტრაგედიის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები