LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველო-გარბენთან დაკავშირებით თბილისში ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება

81

ველო-გარბენთან დაკავშირებით 14 მაისს თბილისში ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება. ამის შესახებ ფორტუნას შსს-ში განუცხადეს.

“შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების კვირეულის და ევროპის დღეების ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში გაიმართება ველო-გარბენი „გზა ევროკავშირისკენ“.  საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე. ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები