LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ველოდები ხვალ დილამდე, თუ არა, გავიყვან ჩემს ბავშვს ქუჩაში”-“კრწანისში მოკლულის მამა გამოძიებას ელოდება

66

სასწავლო ცენტრ “კრწანისში” თავდასხმის დროს გარდაცვლილის ოჯახმა არ არის გამორიცხული საპროტესტო აქციები დაიწყოს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შენგელიები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც აპირებენ. დაღუპული ახალგაზრდის მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.

რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად არ წარიმართება, ცხედარს ის ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

„ველოდები ხვალ დილამდე. გამოძიება უნდა ჩაატარონ ისე, როგორც საჭიროა. ისე არა, როგორც თვითონ უნდათ. თუ არა და, მე დილით ავიყვან ჩემ ბავშვს, გავიყვან ქუჩაში,“ – აცხადებს რომან შენგელია.