LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით, რომ პრეზიდენტი დროს და ადგილს მიგვითითებს და შევხვდებით – გია ვოლსკი

47

საპარლამენტო უმრავლსობაში საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით მათ აქვთ არგუმენტები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის გაზიარებული.

“ჩვენ ყოველდღე ველოდებით, რომ პრეზიდენტს რაღაც სურვილი ექნება, დროს და ადგილს მიგვითითებს, შევხვდებით იმიტომ, რომ არგუმენტები, რომლებიც გაგვაჩნია, საკმაოდ დამაჯერებელია და მათ მარტო ჩვენ არ ვუდგავართ უკან, ეს არის შიდა პარტიები და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ვენეციის კომისია. ასე რომ, ეს არგუმენტები გათვალისწინებულია საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ და კარგია, რომ პრეზიდენტმაც მოუსმინოს მათ, მიუხედავად ამისა, მე მანც ველოდები ვეტოს,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები