LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის შეიქმენით – გიორგი გახარია გიგა ბოკერიას პასუხობს

78

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხობენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა, მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, რათა დადგინდეს, ახდენდა თუ არა სუბელიანი გამოძიებაზე გავლენას.

„სუბელიანთან დაკავშირებით რაც მოვისმინე, სწორად გავიგე, რომ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება არ მიგაჩნიათ საჭიროდ სუბელიანის წინააღმდეგ შესაძლო ჩარევაზე გამოძიებაში და შესაძლო დარღვევებზე თანამდებობის პირების მხრიდან,“- ჰკითხა ბოკერიამ ირაკლი შოთაძეს.

თუმცა მას შემდეგმ რაც შოთაძემ ზოგადი პასუხის გაცემა დააპირა, ბოკერიამ მას მიმართა, რომ შს მინისტრსაც და ყოფილ მთავარ პროკურორსაც შეუძლიათ, დეპუტატების კომპეტენციაზე სხვაგან ისაუბრონ, რასაც კომისიის კიდევ ერთი წევრის, სოფიო კილაძის კომენტარი მოჰყვა, რომ გიგა ბოკერია საკუთარ უფლებამოსილებას სცილდება.

შს მინისტრმა კი გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმროშია, მის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პასუხებს საგამოძიებო კომისიისგან ელოდება.

„ველოდებით  თქვენს დასკვნას, ამისთვის შეიქმენით,“ – უპასუხა შს მინისტრმა ბოკერიას.