LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენდეტა არ იქნება – სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

41

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შურისძიებას არ დაუშვებს.

„ვიმეორებ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება. ასევე მსურს ოფიციალურად აღვნიშნო, რომ ჩემს მთავრობაში არ იქნებიან ოლიგარქები. ჩემი პრემიერად არჩევის შემთხვევაში, ეკონომიკაში არ იარსებებს მონოპოლიები,“ – განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კენჭისყრა სომხეთის პარლამენტში ხვალ, 8 მაისს გაიმართება. მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პირობა დადო, რომ სახალხო კანდიდატს დაუჭერს მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები