LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვენდი” მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს

43

„ვისოლ ჯგუფი“ დღეს, „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის. კომპანიის ინფორმაციით, ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-9, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-18 ობიექტია.

მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ბათუმსა და ქუთაისში დამატებით ოთხ ობიექტს გახსნის და ჯამში 150-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები