„ვენდი“ ნაყინის დესერტებს „თოლიას“ ნაყინით მოამზადებს

232

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ „თოლიასთან“ თანამშრომლობას იწყებს და ამიერიდან “ვენდის” რესტორნები მომხმარებლებს “ვენდის” რეცეპტით „თოლიას“ მიერ დამზადებულ ნაყინს შესთავაზებენ.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, შეთანხმება „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი ნაყინისა და ნაყინის დესერტების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში იმპორტი სრულად ჩაანაცვლა ქართული პროდუქტებით. ამ გზით ”ვენდი” საქართველში ამკვიდრებს სრულიად უნიკალურ კულტურას – მხოლოდ ქართული, სრულიად უსაფრთხო, ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის კერძები რესტორნებში.  „ვენდის“ რესტორნებს, სხვა მომხმარებლებთან ერთად, ჩვენი შვილები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება. ამაზე დიდი მიზანი “ვენდის” არ ჰქონდა და ვერც ვერასოდეს ვერ ექნებოდა,”-  განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიღწეული თანამშრომლობის შედეგად „ვენდის“ ამერიკული რესტორნები გემრიელი დესერტების მოყვარულებს „თოლიას“ ნაყინით მომზადებულ 15-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს, კერძოდ კი ვანილის ნაყინს შოკოლადის, კარამელის, მარწყვის, ”ემ ენდ ემსის” და ”ორეოს” დანამატებით; ასევე მარწვისა და ბანანის ფრაპეს, შოკოლადის, კარამელისა და მარწყვის შეიკებს და სხვა დესერტებს შესთავაზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები