LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენდის“ მენიუს შეკვეთა Menu.ge -ზე უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

182

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ Menu.ge-ს პარტნიორი გახდა და ამიერიდან „ვენდის“ მენიუს შეკვეთა ყოველდღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად.  მენიუს შეკვეთა  შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.menu.ge ან აპლიკაციის menu.ge მეშვეობით.

მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე გორსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ ბათუმში მიწოდების სერვისი უფასოა და მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ შეკვეთილი მენიუს ღირებულებას.

როგორც ”ვისოლ ჯგუფში” აცხადებენ, Menu.ge-ზე შესაძლებელია „ვენდის“ უგემრიელესი ბურგერების, კომბო მენიუების, სალათების და გარნირების შეკვეთა. შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო შეადგენს 30  წუთს. შეკვეთის ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდიანგარიშსწორებით, ასევე  ონლაინ VISA და MASTERCARD-ით გადახდით.

შეგახსენებთ, „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები