LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საუკეთესო ფრანჩიზას ტიტული მოიპოვა

136

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ “ვენდის” ყოველწლიურ გლობალურ კონვენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო რესტორნების ქსელის ტიტული (Best Franchise Operations) მიიღო.
როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, ჯილდო გაიცემა ფრანჩიზაზე, რომელმაც გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარება შეძლო და „ვენდის“ სტანდარტებს ზედმიწევნით ასრულებს. მათივე ცნობით, „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დამატებით მომხმარებლის მხრიდან უმაღლესი შეფასებისთვისაც (Golden Grill Award) მიიღო ჯილდო. „ვენდის“ ვაკის ფილიალის გენერალურ მენეჯერს კი ფულადი ჯილდო გადაეცა რესტორნის წარმატებული მართვისთვის.

„საუკეთესო ფრანჩიზას“ ტიტული – ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი “ვენდი”გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო “ვენდის” კორპორაციული ფასეულობების, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის. “ვენდის” კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, “ხარისხი ჩვენი რეცეპტია” ეს “ვენდის”დევიზია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ “ვენდის” ხარისხის სტანდარტებს, შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ “ვენდის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას, განაპირობა ის, რომ ჩვენ “ვენდის” სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით”, – აცხადებს ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, 2015 წელს ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გამართულ გლობალურ შეკრებაზე ამერიკული რესტორნების ქსელის “ვენდის” ქართულმა წარმომადგენლობამ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისათვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდი შექმნისთვის და მათ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის – Jim Near Legacy Award – Talent & Organizational Excellence – ჯილდო მიიღო.

საქართველოში “ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები