LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენდის“ სათამაშო ზონა ბარათების სისტემაზე გადადის

407

1 ივნისიდან ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ მომხმარებლის მომსახურების დახვეწის მიზნით, ბარათების სისტემაზე გადადის და „ვენდის“ მონეტების ნაცვლად, „სათამაშო ზონის“ 100-მდე სახალისო აპარატზე თამაში მომხმარებელს „ვენდის“ ბარათებით შეეძლება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ვენდის“ ბარათი მომხმარებლებს გადაეცემათ საჩუქრად ნებისმიერი კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში. ამასთანავე თითოეული კომბო მენიუს შეძენის დროს ბარათზე ირიცხება 2 ქულა. 1 ქულა 1 თამაშის ექვივალენტია. ბარათი უვადოა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ბარათებისა და ქულების შეძენა მენიუს შეკვეთის გარეშეც შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები