LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია და ჰამბურგი 5G ქსელის დასატესტად ემზადებიან

67

ვენეცია და ჰამბურგი 5G ქსელის დასატესტად ემზადებიან. ექსპერტებმა ათობით ევროპულ ქალაქს შორის სწორედ ეს ორი შეარჩიეს და მობილური კავშირის მეხუთე თაობას სწორედ ვენეციასა და ჰამბურგში შეამოწმებენ.

ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთა ინფორმაციით, ახალი კავშირი სტანდარტულზე 10-ჯერ უფრო სწრაფი იქნება და მას წამში 10 გიგაბაიტი ინფორმაციის დამუშავება შეეძლება. ჰამბრუგში 5G-ს პორტში ჩართავენ, ხოლო ვენეციაში მას ტურისტები გამოცდიან. ტესტირება 2019 წლამდე გაგრძელდება, 2020 წლიდან კი მეხუთე თაობის კავშირი ყველა ევროპულ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები