LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად კონკურსი ცხადდება

63

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა – ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა “VIVA ARTE VIVA”, კურატორი – ქრისტინ მეისელი იქნება.

“VIVA ARTE VIVA” კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

“Viva Arte Viva” ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ. ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს.

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს.საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები