LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე წინასწარ დასკვნას 22 სექტემბერს გამოაქვეყნებს – გიორგი ვაშაძე

54

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, “ვენეციის კომისია” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას და პოზიციას 22 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე, გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც “ვენეციის კომისიის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შეაჯამა.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, გაიფორმის ავტორიტარიზმი და კონსტიტუცია თავის თავზე. აქციებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. “ვენეციის კომისიაში” შეშფოთებულები არიან და  კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 9-თვიანი მუშაობა არის წყალში გადაყრილი. მინდა, მოვუწოდო თითოეულ ოპოზიციურ პარტიას მეტი აქტიურობისკენ, რათა ერთადერთი გზა, შევაჩეროთ „ქართული ოცნება“, არის ჩვენი აქტიურობა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები