LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს

63

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე მუშაობს. მოსაზრებების პროექტი საქართველოს ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე გადაეცემა.

„როგორც იცით, ჩვენ რეკომენდაციის მოსამზადებლად მივიღეთ ტექსტი. საქართველოს ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ ცვლილების განხორციელება მესამე მოსმენის დროს შესაძლებელია. ამის გამო, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა რეკომენდაციებზე“, – აცხადებენ კომისიაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას, რომელიც 22 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს, კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„ჩვენი მოსაზრების პროექტს 22 სექტემბერს გამოვაქვეყნებთ. ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი დოკუმენტში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება მოხდეს“, – აღნიშნა მარკერტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები