LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის წევრებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ – ჩუგოშვილი

40

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონიათ. კომისიის დელეგაციას დღეს ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდნენ.

ჩუგოშვილის განმარტებით, დელეგაციის წევრებისთვის არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრაზე მათ განუმარტეს ყველა საკითხი.
“დეტალური განხილვა მოხდა იმ პროექტის, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული საკონსტიტუციო კომისიის მიერ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ალბათ, გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები