LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიისგან ველოდებით დადებით დასკვნას – ირაკლი კობახიძე

10

„ვენეციის კომისიისგან ველოდებით დადებით დასკვნას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალური აუდიტორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ აქვთ “ვენეციის კომისიის” დასკვნაზე პოზიტიური მოლოდინი.

„ჩვენ უკვე გვაქვს წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით, სადაც 20-მდე რეკომენდაცია იყო, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით დადებით დასკვნას “ვენეციის კომისიისგან”. ახალი დოკუმენტი – ჩვენ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები,  უზრუნველყოფს ისეთ სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება,“ – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, დღეს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეუძლებელია 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა 2020 წლის ნოემბერში სრულად ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომლის შედეგადაც 2020 წლის შემდგომი არჩევნები სრულად გაიმართება პროპორციული საარჩევნო სისტემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები