LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელას ლიდერმა დონალდ ტრამპს “ახალი ჰიტლერი” უწოდა

74

ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საერთაშორისო პოლიტიკის “ახალი ჰიტლერი” უწოდა. ამის შესახებ მან ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი თავს მსოფლიოს პატრონად მიიჩნევს და ამას საერთაშორისო პოლიტიკაში მისი მოქმედებაც ადასტურებს, სადაც ის ახალი ჰიტლერივით იქცევა, – განაცხადა მადურომ.

მადუროს თქმით, თეთრის სახლის ლიდერი ვენესუელას ხალხის წინააღმდეგ ”რასობრივი და იმპერიული უპირატესობის” პოზიციებიდან აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ „ვენესუელას ვერავინ დაემუქრება”.

მივმართავ დონალდ ტრამპს, ჩვენი პასუხი ასეთია: გადაყლაპეთ თქვენი სიძულვილით და სამხედრო მუქარებით სავსე სიტყვები. ტრამპი ისტორიას ჩაბარდება, ვენესუელას რევოლუცია კი სამუდამოდ დარჩება”, – აღნიშნა მადურომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები