LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

47

ვენესუელას დასავლეთში, მერიდას შტატში, ავტობუსის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე შტატის სამაშველო სამსახური იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა და ხრამში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები