LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გერმანიას მაინც გადავურბინეთ: მეორე მშრალი მოგება

36

ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს. ქუთაისში ბელგიის 47:0 ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ოფენბახში გერმანიას ეწვია, მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. გუნდს გაუჭირდა სასურველი განწყობის შექმნა; ექსპერიმენტების ფონზე მრავლად იყო შეცდომები; ამასთან, გერმანელებმა დაცვაში დიდი თავდადებით ითამაშეს, თუმცა კლასში სხვაობა იმდენად საგრძნობი იყო, რომ მეტოქეს სტუმრად ყველაზე დიდი სხვაობით მოვუგეთ.

მილტონ ჰეიგი:

„პირველ ტაიმში საერთოდ ვერ ვივარგეთ. ბურთს ვერ ვინარჩუნებდით. წინსვლის ნაცვლად განივად დავრბოდით. მეორე ტაიმის დავალებაც ცხადი იყო: შევკრულიყავით, ბურთი შეგვენარჩუნებინა და წინ წავსულიყავით. ეს გავაკეთეთ თუ არა, თამაშსაც შეეტყო; ბურთი დავიბრუნეთ თუ არა, პასებსაც შეეტყო და კოლექტიურ თამაშსაც. მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ იმპაქტით, რაც თამაშში შეცვლიდან შესულმა ბიჭებმა შეიტანეს.

„ტრადიციულად, ამ შეჯიბრში ვცდილობთ გავსინჯოთ ახალი მორაგბეები და დავხვეწოთ ახალი თუ ძველი კომბინაციები თუ ტაქტიკური მონახაზი. რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსაგებად. შარშან რუმინელებმა გვაჯობეს და წელს გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ. ბიჭებიც მოტივირებული არიან. 5 წლის განმავლობაში ზედიზედ ვიგებდით და მეექვსე წელს ვერ მოვიგეთ, ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო“.

ბორჯღალოსნები მორიგ მატჩს 3 მარტს თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი „მიხეილ მესხზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები