LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ ვმშვიდდები…მოძალადეებზე ბევრად მკაცრი სასჯელი უნდა იყოს”

60

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა,  ლიფტში, 13 წლის მოზარდზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, არასრულწლოვანზე მოძალადე ადამიანმა უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს.

თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში , რა კოშმარში ამყოფა ამ მხეცმა ავდმყოფმა!!!!
და სასჯელი 4 დან 6 წლამდეო !!!! 😡😡😡
მოძალადეებზე ბევრად მკაცრი სასჯელი უნდა იყოს ..
ბავშვი სკოლიდან ბრუნდებოდა და უცებ ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდა ! 
ვაიმე ვერ ვმშვიდდები – წერს სოციალურ ქსელში მაკა ჩიჩუა

 

შეგახსენებთ, 22 წლის უცხოელმა მერვე კლასელზე ლიფტში იძალადა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე,  28 მარტს მოხდა.

არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები