LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება თავის შესაკავებლად – დავით სერგეენკო

36

პრემიერის მიერ პარლამენტში უცენზურო ლექსიკის გამოყენების კომენტირებისას, მინისტრებიც მხოლოდ პროვოკაციაზე საუბრობენ.

სამთავრობო გუნდის წევრები ინციდენტში ბრალს „ნაციონალური მოძრაობას“ სდებენ და მიაჩნიათ, რომ მთავრობის მეთაურს თმენის ვალდებულება არ დაურღვევია.

„მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელი რამ არის და ის ხელშეუხებელია მთავრობის წევრებისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვისაც. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ არ უნდა გადააბიჯოს,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიორგი კვირიკაშვილის გუნდის შეფასებით, პრემიერს ღირსების შელახვაზე პასუხი უნდა გაეცა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები