LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ მამა გიორგის მიერ დანაშაული მზადდებოდა – მიხეილ რამიშვილი

45

“ვერც ე.წ. ოქროს მოწმით, ვერც ე.წ. დაზარალებულის და ვერც სხვა მოწმეების ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა,”  – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, განუცხადა.

მისი თქმით, “ამ საქმეში ყველაფერი სამართლებრივი სივრციდან არის გასული” და პროკურორის განცხადებას, რომ მათ დაარწმუნეს მოსამართლე მამა გიორგი  მამალაძის ბრალეულობაში, აბსურდად აფასებს.

”რა თქმა უნდა, პროკურატურა აბსურდული არგუმენტაციით ეცდება დაადასტუროს წარდგენილი ბრალი. ვერც ე.წ. ოქროს მოწმით, ვერც ე.წ. დაზარალებულის და ვერც სხვა მოწმეების ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა მამა გიორგის წინააღმდეგ,” – განაცხადა რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები