LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერცხლისფრად მბზინავი პენელოპა კრუსი და სპორტული ჰავიერ ბარდემი მადრიდში (ფოტო)

367

43 წლის პენელოპა კრუსი და 49 წლის ჰავიერ ბარდემი Actors & Actresses Union Awards-ის ცერემონიის საპატიო სტუმრები გახდნენ. ღონისძიება მადრიდში გაიმართა და მეუღლეები წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. დაჯილდოვებაზე პენელოპა „ბალმანი“ ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში გამოჩნდა, რომელიც ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კაბას სპეციალური მოსასხამიც ამშვენებდა, მაკიაჟი კი კრუსს მინიმალისტური ჰქონდა.

რაც ეხება ჰავერ ბარდემს, მან აქცენტი სპორტულ და არაოფიციალურ სტილზე გააკეთა. ის მუქი ფერის ჯინსებში, სპორტულ თეთრ ფეხსაცმელსა და შავ პიჯაკში გამოჩნდა. მეუღლეები დაჯილდოვებაზე ქალი და მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის იყვნენ წარდგენილნი ფილმიდან Loving Pablo.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები