LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერტიგოში“ ლიზა ბაგრატიონის სოლოკონცერტი გაიმართება

374

ლიზა ბაგრატიონის სოლოგამოსვლებით განებივრებულები არ ვართ. მის თაყვანისმცემლებს რამდენიმე დღეში მომღერალთან შეხვედრის საშუალება ექნებათ – 27 აგვისტოს ბათუმში, კლუბი „ვერტიგო“, ლიზა ბაგრატიონს უმასპინძლებს, მეგობრებთან ერთად.

სხვადასხვა კომპოზიცია დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური ვერსიებით შესრულდება, კონცერტში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებიც მიიღებენ. სოლისტები არიან: ალტისტი გიორგი ცაგარელი და მესაყვირე დავით შამანაური.

მოისმენთ გია ყანჩელის კლასიკურ და სასიმღერო ჟანრის ნაწარმოებებს – „ტანგოს მაგიერ“, „ცვივა თოვლის ფანტელი“, „ის აქ არის“, „განშორება“… აჟღერდება ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის სიმღერები, რომანსები, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბათუმში, კორტების ცენტრალურ შესასვლელში, ურეკში, არენას შესასვლელში, ასევე საიტზე tkt.ge. რაც შეეხება სალაროებს, დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე ფუნქციონირებს.

14081004_10208999743883890_381195341_n (1)

14111944_10208999743963892_2103051955_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები