LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტმფრენიდან დაღვრილი საწვავით ნიადაგი და გარემო არ დაბინძურებულა – შსს (ფოტოები)

299

ბორჯომში ხელოვნურ აუზში ვერტმფრენიდან ჩაღვრილი საწვავით ნიადაგი და გარემო არ დაბინძიურებულა.

ამის შესხებ ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ და ბიოლოგიურ, ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელოვნურ აუზში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩავარდნის შედეგად წყალში 1,3 ტონამდე  საავიაციო საწვავი ჩაიღვარა.

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენის ავარიული დაშვების შემდეგ, მდინარე გუჯარულასთან მოწყობლ ხელოვნურ წყალსაცავთან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ და ბიოლოგიურ, ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი  მალევე მივიდა.  ჯგუფმა საწვავით დაბინძურებული წყლის უტილიზაცია განახორციელა.

შსს ინფორმაციით, საწვავით დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. სპეცილაური ჯგუფი წყალს სრულად გაწმენდს.

 

პოპულალურები