LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტმფრენში, რომელიც სტამბოლში ტელეანძას დაეჯახა, რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები ისხდნენ

46

ვერტმფრენში, რომელიც სტამბოლის გარეუბანში გუშინ ტელეანძას შეეჯახა, რუსეთის ოთხი მოქალაქე იჯდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ოთხივე მათგანი გარდაიცვალა.

ვერტმფრენი თურქული კომპანიას Eczacibasi ეკუთვნოდა. გარდა რუსეთის მოქალაქეებისა, ბორტზე იმყოფებოდა მფრინავი და თურქეთის ერთი მოქალაქე.

მოგვიანებით, სტამბოლის მერიმა, კადირ ტოლბაშმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ვერტმფრენი სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან გაფრინდა. 5 წუთის შემდეგ კი ტელეანძას შეეჯახა და ჩამოვარდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები