LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვესტელი“ საქართველოში მაღაზიათა ქსელს აფართოვებს

459

ტექნიკის მწარმოებელმა წამყვანმა თურქულმა ბრენდმა “vestel“ საქართველოში კიდევ ერთი ფიალიალი გახსნა. მაღაზია სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში” განთავსდა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად დაესწრო თბილისის მერი დავით ნარმანია და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუნრუქჩუ. სპეციალურად ამ დღისთვის თურქეთიდან ასევე ჩამოვიდა კომპანიის მმართველი მენეჯმენტი. მათივე ცნობით, “vestel“-ის ბრენდს საქართველოში კომპანია „მატექს ჯორჯია“ წარმოადგენს რომელიც ბაზარზე უკვე 17 წელია ოპერირებს, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას 150 ადამიანი ჰყავს დასაქმებული საკუთარი ქსელის მეშვეობით, ხოლო სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მდებარე 400 მ²-ზე განლაგებული ახალი ფილიალის გახსნით დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

”ამჟამად “vestel“-ის ბრენდი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 13 კონცეპტუალური შოურუმით და 50-მდე სადილერო ქსელით. “vestel“-ის მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი გემოვნებისა თუ შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი საოჯახო ტექნიკა 5-წლიანი უფასო საგარანტიო მომსახურებით. შეძენილი ტექნიკის მიტანას და მონტაჟს კომპანია უსასყიდლოთ ახორციელებს. “vestel“-ის მაღაზიათა ქსელში მოქმედებს მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული 24 თვემდე 0% განვადება, წინასწარი შენატანის და ბანკის საკომისიოს გარეშე”, – განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, “vestel“-მა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1983 წელს დაიწყო და ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით. “vestel“-ის საწარმოები 1 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მანისაში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14 000 ადამიანს აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები