LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეტო თავისი შინაარსით არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი – ეკა ბესელია

42

ეკა ბესელია ამბობს, რომ ვეტო-ს დაძლევა არ არის პრინციპული პოზიცია, არამედ „ეს ვეტო თავისი შინაარსით, ბევრი კრიტიკისა და კითხვის მატარებელია“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამის შესახებ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სხდომაზე სასამართლო სისტემის რეფორმის ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ის ლოგიკა, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს უფლება, მოსამართლეთა კოლეგიების, ან თავმჯდომარეების არჩევის, საერთოდ ეწინააღმდეგება პრინციპს – თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ განმწესების უფლება აქვს ყველა ინსტანციაში, გარდა უზენაესი სასამართლოსი, ის იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეების განმწესების, მათ შორის, უვადო განმწესების, მითხარით ლოგიკა სად არის, როდესაც ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ფარული კენჭისყრით, თავად ირჩევენ, ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. ასეთი ჩარევა, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოსამართლეს, რომ ეს კატეგორია შეიძლება იყოს არჩეული, ხოლო მეორე კატეგორია არ შეიძლება იყოს არჩეული, მიმაჩნია პრინციპულად მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაში ჩარევად. ასე, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენ. ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს ჩვენ, უბრალოდ, ეს ვეტო თავისი შინაარსით არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი. ასევე ბევრი წინააღმდეგობაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები