LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, იტყვით თუ არა, რომ კარგი კონსტიტუცია გვექნება? – მამუკა მდინარაძე

82

“თქვენი გამოსვლის პერიოდში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დაგისახელებიათ, მხოლოდ პოლიტიკურ არგუმენტებზე მიუთითებდით. დაბეჯითებით გთხოვთ, იუსაუბროთ იურიდიულ არგუმენტებზე იმ ორ შენიშვნასთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილია დამატებით პრეზიდენტის მხრიდან,” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს, პარლამენტში, სადაც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, იტყვის თუ არა ანა დოლიძე ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, რომ საქართველოს კარგი კონსტიტუცია ექნება. დეპუტატს კითხვები ჰქონდა პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებითაც.

“თქვენ ამბობდით ოპოზიციასთან ერთად, რომ ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ვეტოს გაიზიარებს საქართველოს პარლამენტი, მაშინ რა გამოდის? ე.ი. ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხვევაში, თქვენ უშვებთ, რომ ორ პალატიანმა პარლამენტმა შეიძლება, წაართვას ხალხს ეს უფლება?

“და აქვე, სამართლებრივ საფუძველზე მიგითითებთ, რაც პირდაპირი არჩევის შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს კონსტიტუციაში მოქმედში ან ახალში, რომელიც უზრდის რაიმე ფუნქციას პრეზიდენტს იმ ბალანსისათვის, რომელზეც საუბრობდით.

“მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერაზე როცა საუბრობდით, გუშინ როგორც იქნა აღიარეთ, რომ ხუთი პარტიის მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს, დღეს რატომ შეცვალეთ ეს მესიჯი. ხუთი პუნტი და ვალდებულება ახსენეთ, მეხუთე რა ვალდებულება გვაქვს აღებული, რაც ჩვენ არ ვიცით?” -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პოპულალურები