LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, ევროპაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი უწყება უნდა არსებობდეს – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

44

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ ევროპამ გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი უწყება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის უნდა შექმნას.

ანტონიო ტაიანის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ მთელ ევროპაში ცდილობს თავდასხმების განხორციელებას“.

საჭიროა ერთობლივად მუშაობა, ვინაიდან ზოგჯერ კოოპერაციის ნაკლებობას განვიცდით. ჩვენ შეგვიძლია, უფრო მეტი გავაკეთოთ პროკურატურას, პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ევროპაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი უწყება უნდა არსებობდეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ესპანური რადიოსადგური Onda Cero-ს ეთერში.

მისი თქმით, ამჟამად არსებობს თანამშრომლობა, თუმცა უფრო ინტენსიური უნდა იყოს ყველა დონეზე ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები