LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს – კახა კალაძე

44

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. როგორც კალაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების დამკვიდრებაში ძალას არ დაიშურებს.

„მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში, მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები… ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრებაში,“ – წერს კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები