LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას, ამას დიდი გამოხმაურება მოყვა ბრიუსელში – იანოშ ჰერმანი

74

„ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას, ამას დიდი გამოხმაურება მოყვა ბრიუსელში,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს პოზიციის შესახებ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – დავით დონდუასგან. ამ სიახლეს აქვს დიდი გამოხმაურება ბრიუსელში.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამიტომაც ნათელია, რომ ჩვენ ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ასევე, ევროკავშირის დიდი ხნის პოლიტიკას არაღიარების შესახებ,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები