LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცემერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო – არჩილ თალაკვაძე

32

„ვიცემერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რითაც კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ მას თბილისის ვიცემერობა შესთავაზა.

„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები. გარწმუნებთ, ვიცემერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები