LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი – ლუკა კალანდია

86

“ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი,” – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

კალანდიამ აღნიშნა, რომ მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განმარტა ისიც, რომ პირველ დეკემბერს პირადად ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები