LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცი, რომ დაღესტანში მეგობრული ხალხი ცხოვრობს: გიორგი ლორია ახალ გუნდზე

103

”ანჟის” ახალწვეულმა ქართველმა მეკარემ გიორგი ლორიამ, რომელიც გუნდს ”კრილია სოვეტოვიდან” იჯარის წესით შეუერთდა, მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა.

გიორგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მახაჩყალაში. მოხარული ვართ მოგესალმოთ ”ანჟიში”.

დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბს შევუერთდი. ეს კარგი გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს იმისათვის, რომ ნდობა გამომიცხადეს.

როგორ გაიგე ”ანჟის” მხრიდან შენ მიმართ ინტერესის შესახებ?

ერთი კვირის წინ კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი დამატებით დაინტერესდნენ. მე წინადადება ოჯახთან ერთად განვიხილე და თანხმობა განვაცხადე.

როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ იდაყვზე ოპერაცია ჩაგიტარდა. ამჟამად როგორ გრძნობ თავს?

დიახ, ოპერაცია გერმანიაში ჩამიტარდა, პროფესორ გრანერთან. იგი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და აღდგენითი პროცესიც იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

გვითხარი, როგორ ფორმაში ხარ ახლა?

უკვე გავიარე რეაბილიტაცია და ამჟამად ნელ-ნელა ფორმაში ვბრუნდები.

მახაჩყალიდან საქართველომდე უფრო პატარა მანძილია, ვიდრე სამარიდან. თანაც ქართველები და დაღესტნელები მენტალურად მსგავსი ხალხია და წესით აქ უფრო კარგად უნდა გრძნობდე თავს.

მანძილს რაც შეეხება, მართალია. მანქანით მხოლოდ რამდენიმე საათის სავალია. მენტალიტეტზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, დაღესტანში პირველად ვარ, თუმცა ერთი რამ ვიცი – აქ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები