LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, როგორ “დაიტაცეს” ფრანკფურტში ქართული ანბანით გაფორმებული ჩანთები

207

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მეხუთე დღეს, როცა ბაზრობის კარი, ნებისმიერი მსურველისთვის იხსნება,  ქართული ანბანით გაფორმებული ჩანთები წარადგინეს. ამ დღეს მკითხველი ბაზრობაზე წიგნის შესაძენად, ავტორებთან შესახვედრად და სხვადსხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მიდის.

თუმცა, წიგნებზე და ავტორებზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს, ქართული ანბანით გაფორმებული ჩანთები.

სოციალური ქსელის გვერდი Georgia Made by Characters ვიდეოს ავრცელებს სადაც ქართული ანბანით გაფორმებულ ჩანთებთან დიდი რიგი დგას.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მეტროსადგურები ქართული ანბანის თემატიკის პოსტერებით გაფორმდა.

ასეთი ყურადღება ქართულმა ანბანმა, ფრანკფურტის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გამო მიიქცია. რადგან, ანბანი საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მთავარი თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები