LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც არგენტინელი 5 წელი მიდიოდა ველოსიპედით და მუნდიალს ჩაუსწრო

53

არგენტინელი ველოსიპედით 5 წელი მიდიოდა და რუსეთში ზუსტად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მივიდა.

წვერიანი მატიასი მაქსიმალურად რთული გზით მიდიოდა: 5 წლის განმავლობაში მან 80 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა ველოსიპედით, გადაკვეთა 37 ქვეყანა და გაიჩინა უამრავი მეგობარი. მოსკოვში მუნდიალის დაწყებას კი მიუსწრო, თუმცა მოსკოვი სულაც არ არის მისი საბოლოო მიზანი. თუმცა კონკრეტული მიზანი არც აქვს. 5 წლის წინ ის უბრალოდ გამოვიდა სახლიდან, ჯიბეში 200 დოლარი ჩაიდო, ველოსიპედს მოახტა და პაწკუნტელა ქალაქი სან ხუანი დატოვა…

 

არგენტინელებს ბრაზილიელებიც არ ჩამორჩნენ.
ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატზე 72 წლის „Willys“-ით ჩავიდნენ. გამოცდილმა მოგზაურებმა ლინო ბერგამინიმ და ვანესა სარტორიმ როსტოვის ტერიტორია რარიტეტული 1946 წლის ავტომობილით გადაკვეთეს. როგორც სააგენტო „TACC” იუწყება, ოჯახური წყვილი რუსეთში თავისი ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდა. ბრაზილიიდან რუსეთამდე გასავლელ გზას კი არც მეტი არც ნაკლები 2 წელი და სამი თვე დასჭირდა. მოგზაურებმა ყველგანმავალით 43 ქვეყანა, მათ შორის შტატები, ალიასკა, კანადა, ეგვიპტე, იტალია, ისრაელი და ავსტრია გადაკვეთეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები