LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, ჩვენ ურთიერთობებში ისეთივე წინსვლა იქნება, როგორც აქამდე – პუტინი ფაშინიანს

35

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალი მთავრობის პირობებში მოსკოვი-ერევანის ურთიერთობები ისევე დინამიურად განვითარდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

„მსურს წარმატება გისურვოთ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ურთიერთობებში ისეთივე წინსვლა იქნება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა,“ – განაცხადა პუტინმა სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს.

„არავის არ დაუყენებია და არც მომავალში დააყენებს კითხვის ქვეშ რუსულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენ გვაქვს სათანადო ენერგია, რომელიც პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ახალი იმპულსისთვის არის საჭირო,“ – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები