LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, თამარ მეარაყიშვილზე ზეწლა შეწყდება – ქეთევან ციხელაშვილი

149

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, იმედოვნებს, რომ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზე ზეწოლა დასრულდება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისია.

„თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ის კვლავ არის დაბარებული ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, ამით ამოიწურება მის მიმართ ზეწოლის განხორციელება და თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და საერთოდ ყველა ოჯახს მიეცემა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, მის ოჯახთან იმყოფება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მერაყიშვილი ოკუპირებულ ახალგროში გუშინ დააკავეს და გამთენიისას გაათავისუფლეს. მას დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის, მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.

პოპულალურები