LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიმედოვნებთ, ნატოსთან თანამშრომლობა მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება” – კობახიძე

42

ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოში ტარდება – ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისათვის. ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის – ნატო-ს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები